20 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
ჩინეთი მტკიცედ დაიცავს და ხელს შეუშლის გარე ძალების ჩარევას ჰონგ კონგის საქმეებში - ჩინეთის პრემიერ-მინისტრი

ჩინეთმა ჰონგ კონგის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების კანონი მიიღო, ეს ცვლილებები ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის ავტონომიაზე დიდი შეტევაა.

კანონი 2 წლის წინ დაწყებულ საპროტესტო ტალღას მოსდევს და მისი მიზანი ამბოხის, სეპარატიზმის, ტერორიზმის და უცხო ქვეყნის ძალებთან გაერთიანების დაგმობაა.

ჩინეთი პოზიციების დათმობას არ აპირებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარე ძალები გააქტიურდნენ ჰონგ კონგისა და მაკაოს ავტონომიური რეგიონებისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხში.

ჩინეთის პრემიერმინისტრმა პარლამენტის ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა, რომ ჩინეთი "მტკიცედ დაიცავს და ხელს შეუშლის" გარე ძალების ჩარევას ჰონგ კონგის საქმეებში.

ლი კეციანის თქმით, ჰონგ-კონგი და მაკაო ჩინეთის შიდა პოლიტიკური საქმეა.

დღის ამბები