20 აპრილი 2024,   01:46
ვრცლად
ილონ მასკი ტეხასის შტატში ახალი ქალაქის გაშენებას გეგმავს

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ახალი ქალაქის გაშენებას გეგმავს, რომელსაც Starbase ერქმევა. ილონ მასკმა ამის შესახებ თავის ტვიტერის გვერდზე განაცხადა.

ქალაქი ტეხასის შტატში, ბოკა ჩიკაში განლაგებული კერძო კოსმოდრომის მიმდებარედ გაშენდება.

მილიარდერის განცხადებით, ახალი ქალაქი იმაზე ბევრად დიდ ტერიტორიაზე გაშენდება, ვიდრე ამჟამად სფეის იქსის კუთვნილებაში არსებული ბოკა ჩიკას დასახლებას უჭირავს.

დღის ამბები