25 აპრილი 2024,   21:13
ვრცლად
მიგვანიშნეს, რომ უფრო რთულ სიტუაციაშია - მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები

მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტი მძიმე ფორმებით შეიყვანეს. თითქმის 24-საათიანი მეთვალყურეობის პროცესში შეინიშნებოდა დადებითი დინამიკაც. თუმცა, მდგომარეობა გაუარესდა, ექიმები აგრძელებენ მკურნალობას პროტოკოლით, მაგრამ პროგნოზის გაკეთება უჭირთ. დაფიქსირდა გულის გაჩერება. შემდეგ იყო წარმატებული აღდგენა. მაგრამ, როგორც ლევან რატიანი ამბობს, ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ გულის გაჩერებით დასრულდეს.

"როგორც გვეუბნებოდნენ იყო შოკურ მდგომარეობაში და კომაში იყო. დღესდღეობით, მიგვანიშნეს, რომ უფრო რთულ სიტუაციაშია," - აცხადებენ მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები. მათი თქმით, პაციენტი მოინახულა ქმარმა და დამ.

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა.

დღის ამბები