25 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
ორი მოკლული, ორი დაჭრილი და რამდენიმე გაქცეული - რა ვერ გაიყვეს ჩეჩნებმა და ქართველებმა სტამბოლში

თურქეთში, სტამბულის რესტორანში დაწყებული კამათი, ქუჩაში ორმხრივი სროლით გაგრძელდა. შეიარაღებული დაპირისპირების ამსახველ ვიდეო კადრებს თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ეთნიკურად ჩეჩნებსა და ქართველებს შორის მოხდა. შედეგად ადგილზე დაიღუპა 2 პირი, ორი კი მძიმედ დაიჭრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, რომ გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მედია ვერსიებსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდი ჰუსეინ ახმადოვი, იგივე "ჰუსეინ უსინათლო" ფიგურირებს.


დღის ამბები