19 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში - 7 წლის შემდეგ დონბასი განახლებული სამხედრო კონფლიქტის პირისპირ დგას

7 წლის შემდეგ დონბასი განახლებული სამხედრო კონფლიქტის პირისპირ დგას. აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი - ფართომასშტაბიანი ომის დაწყებაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სამხედრო წვრთნების ჩატარება დააანონსა და უკრაინის საზღვართან რამდენიმე ათასკაციანი სამხედრო დაჯგუფება განალაგა. საზღვარზე მუდმივად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

უკრაინას სრულ მხარდაჭერას ჰპირდება დასავლეთი. ოფიციალურ კიევს შეერთებული შტატების შემდეგ მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირმაც აღუთქვა. 

უკრაინის საზღვარზე გამწვავებული ვითარების გამო სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, გადაიზრდება თუ არა კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში. ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ამ ეტაპზე სიტუაციის ამგვარად განვითარება ნაკლებ სავარაუდოა, პროვოკაციებით კი პუტინი მხოლოდ დასავლეთის გამოცდას ცდილობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს ჯარებთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აანონსებს. კრემლში კი ამბობენ, რომ ნატოს ჯარების მობილიზება რუსეთის საზღვართან კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს, რასაც მოსკოვის მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება. 

დღის ამბები