24 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
ძმის სახლიდან ზღვის ხედი რომ დაეფარა, ბეირუთელმა კაცმა მსოფლიოში ყველაზე ვიწრო სახლი ააშენა

ლიბანელმა კაცმა ბეირუთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო სახლი ააშენა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძმის სახლიდან ზღვის ხედი აღარ გამოჩენილიყო. შენობა იმდენად ვიწროა, რომ კედელს ჰგავს. 

შენობა, რომელსაც ბეირუთში "შურს" ეძახიან, 14 მეტრი სიმაღლისაა და მისი სიგანე მეტრზე ნაკლებია. ნაგებობა 120 კვ.მ ფართობზეა აგებული და მის აშენებას მხოლოდ ერთი დანიშნულება ჰქონდა - ძმის სახლს ფასი დავარდნოდა

როგორც ბეირუთელები ჰყვებიან, ძმებს მიწა მამისგან დარჩათ. შემთხვევა ათწლეულების წინ - დაახლოებით, 1954 წელს მოხდა, თუმცა სახლის ისტორიაზე მსოფლიო მედია დღემდე წერს. 

შენობას ხშირად "დედოფლის გემსაც" ეძახიან - ერთ-ერთი ოთახი ლიბანის სამოქალაქო ომის დროს, 1975-დან 1990 წლამდე ბორდელად გამოიყენებოდა. 

დღის ამბები