18 აპრილი 2024,   04:47
ვრცლად
რას გულისხმობს უსაფრთხო რესტორანი, ღამის კლუბი და სასტუმრო - მთავრობა ე.წ. მწვანე ზონების შექმნაზე მუშაობს 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იმისთვის, რომ ბიზნესისთვის ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო, მთვრობა სხვა ქვეყნების მსგავსად, ე.წ. უსაფრთხო რესტორნის, ღამის კლუბისა და სასტუმოს სტატუსების მქონე სერვისის შექმნაზე მუშაობს, რაც ვაქცინირებული პირებისათვის შეკრებისა და თავისუფლად გადაადგილების სივრცეს გულისხმობს. 

"ბიზნესს ძალიან კარგად ესმის, რომ სულ რომ არ გავამკაცროთ რეგულაციები და ისედაც 2/3 მათი თანამშრომლების დაინფიცირდეს, უკვე შეუძლებელია, რომ ბიზნესმა იმუშავოს. რა თქმა უნდა ერთადერთი ხსნა არის ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე ჩვენ ამასაც ვიხილავთ და ვმუშაობთ, რომ უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმოს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება იმავდროულად მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ მიუხედავად ყველა მოლოდონისა და რისკისა მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საერთაშორისო ფრენები, გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირირებული ტურისტებისთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია," - განაცხადა ნათია თურნავამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

შეგახსენებთ, მსგავსი სერვისი ვაქცინაციის პროცესში ყველაზე აქტიურად ჩართულ ისრაელსა და მსოფლიოს იმ ქვეყნებში უკვე არსებობს სადაც მოსახლეობის იმუნიზცია ჩქარი ტემპით მიმდინარეობს. ასეთ ქვეყნებში, ე.წ. მწვანე ბარათების მქონე ვაქცინირებულ პირებს სპეციალურ ბარებსა და რესტორნებში თავშეყრის უფლება აქვთ. 

დღის ამბები