20 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
ვერ დამისახელებენ კერძო პროექტს, სადაც ინვესტორს მიწა საკუთრებაში არ გააჩნია, მაგალითად ანაკლიის პორტს 500 ჰექტარი ჰქონდა გადაცემული - ნათია თურნავა 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესი არ არის თურქულ-ნორვეგიული პროექტი, ის ქართული პროექტია, იმიტომ რომ ის შენდება საქართველოსთვის. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ჰესი ქვეყანას სჭირდება.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში არსებული კერძო პროექტების ინვესტორებს მიწა საკუთრებაში აქვთ გადაცემული, ჰიდროსადგურების შემთხვევაში კი ასეთი 99%-ია.

"ვერ დამისახელებენ ჩვენი ოპონენტები ვერცერთ კერძო პროექტს, თუნდაც ჰიდროსადგურებს და ჩვენ ქვეყანაში არსებული ჰიდროსადგურების 99% კერძოა, სადაც ინვესტორს არ გააჩნია მიწა ან საკუთრებაში, ან გრძელვადიან, მართლზომიერ სარგებლობაში. არამხოლოდ ჰიდროსადგურებზეა საუბარი, არამედ ნებისმიერი - კერძო, საჯარო თანამშრომლობის პროექტი, მაგალითად ანაკლიის პორტს შეგახსენებთ, სადაც 500 ჰექტარი იყო გადაცემული ინვესტორისთვის და რომ განხორციელებულიყო წარმატებით კიდევ 700 ჰექტარი გადაეცემოდა. იგივე რიონის ხეობას რომ გავყვეთ ჩვენ, დავინახავთ, რომ იქვე არის ჩეხური კომპანია ენერგო პროს რამდენიმე ჰიდროსადგური უდიდესი ნაგებობებით, თავისი მიწით და მიმდებარე ინფრასტრუქტურით და რა?! - წაიღო ჩეხეთში, მოიკიდა ზურგზე ეს აქტივები თუ დაასაქმა 7 000-მდე ქართველი ადამიანი და მუშაობს. ეს არ არის თურქულ-ნორვეგიული პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, იმიტომ რომ ის შენდება საქართველოსთვის და შეაქვს თავის კონტრიბუცია საქართველოს მომავალ ენერგეტიკულ სიძლიერეში.

გვესმის ასეთი უცნაური რაღაცეები, რაც ვრცელდება და პირდაპირ გეტყვით, რომ ზოგჯერ ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი - რომ იქ თითქოს ურანს ეძებს კომპანია, თითქოს თურქული სპეცრაზმია იქ შეყვანილი - ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება არ ემსახურება ქართულ საქმეს. ჰესი უნდა აშენდეს არა იმიტომ რომ ნათია თურნავას აქვს ეს მოლოდინი, არამედ იმიტომ რომ ის სჭირდება საქართველოს," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები