მმართველი გუნდის იმედოვნებს, რომ დასავლეთი საქართველოს ამ ვითარებაში მარტოს არ დატოვებს და მათი მედიაციით მოლაპარაკების რაუნდები გაგრძელდება. "ქართული ოცნება" ოპოზიციას მოუწოდებს, გაითვალისწინოს ამომრჩევლის ნება და დროულად დაიწყონ საპარლამენტო საქმიანობა.
"მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი არ დააკლებს მცდელობას, რომ მხარეები ისევ მოიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ბოლო პერიოდში აშკარა გახდა, თუ ვინ არის დესტრუქციული მხარე. საკითხი არ არსებობს, სადაც ჩვენ არ გვაქვს შეთავაზება დაზუსტებებით, მაგრამ გარკვეული შეთავაზებები ყველა მიმართულებით, ყველა საკითხზე. შესაძლოა ამ მოლაპარაკებებმა აიძულოს დესტრუქციული მხარე გაითვალისწინოს ის საფრთხეები, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას," - აცხადებს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც შეთანხმების წინააღმდეგია, გაუჩნდებათ აუცილებლობა, რომ მოლაპარაკება შედეგით დაასრულონ:
"შემიძლია ვთქვა, რომ ყველასთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს გარკვეული გარემოება, რომელიც აიძულებს პრაქტიკულად თუნდაც იმ ძალებს, რომლებიც ოპოზიციის რიგებში არიან განწყობილი მოლაპარაკების საპირისპირო მიმართულებით. მათთვისაც კი, რაღაც მომენტში შეიძლება გაჩნდეს აუცილებლობა, მაგალითად, რაც გამოიხატება იმაში, რომ უბრალოდ ამომრჩეველი არ აპატიებს, რეალურად ამომრჩევლის მიმართ გამოცხადებულ ბოიკოტს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.