25 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
აქცია-პერფორმანსი "ქართული ოცნების" ოფისთან - აქტივისტებმა გიორგი ვოლსკის შეურაცხმყოფელი ჟესტი გააპროტესტეს

"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული მოძრაობისა და "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა გიორგი ვოლსკის მიერ რამდენიმე დღის წინ აქტივისტებისდმი შეურაცხმყოფელი ჟესტი "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია-პერფორმანსით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

შეკრებილებმა ერეკლეს მოედანზე ვოლსკის მიერ ნაჩვენები ჟესტის ამსახველი ფიგურა მიიტანეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პარტიის ოფისის შესასვლელთან ფიგურის დადგმის უფლება არ მისცეს, რამაც ტერიტორიაზე ვითარება მცირე ხნით დაძაბა.

დღის ამბები