Forbes-ის მონაცემებით, კიმ კარდაშიან უესტი ოფიციალური მილიარდერია და ისეთი ადამიანების რეიტინგში შედის, როგორებიც არიან მილიარდერები ჯეფ ბეზოსი და ილონ მასკი.
Forbes-მა ყოველწლიური გამოცემა, "მსოფლიოს მილიარდერთა სია" გამოაქვეყნა, სადაც კარდაშიანი ელიტურ რეიტინგში პირველად შეიყვანა. ჟურნალში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კიმ კარდაშიანს მილიარდერების რეიტინგში მოსახვედრად საკუთარი სწრაფად განვითარებადი ბიზნესი KKW Beauty and Skims დაეხმარა. კომპანია 2017წელს დააარსა, ასევე გასულ წელს შეიძინა Coty-ის კოსმეტიკური ხაზის აქციების 20 %.
Forbes-ის მონაცემებით, ბიზნესში კიმ კარდაშიანის წილი საერთო ჯამში 500 მილიონის ღირებულებისაა. ახალ მილიარდერს სოლიდური, ნახევარ მილიარდად შეფასებული წილი აქვს ასევე სხვადასხვა ბიზნესში, რაც სრულიად საკმარისია, რომ ის 1 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელად ჩაითვალოს და მსოფლიოს მილიარდერების რეიტინგში მოხვდეს.