19 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
შიშველი ფოტოსესიისთვის დაკავებულ რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებს დუბაიდან გამოაძევებენ - სკანდალის ახალი დეტალები

დუბაიში შიშველი ფოტოსესიისთვის დაკავებულ პირებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან გამოაძევებენ. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება.

დუბაის საამიროს მთავრობის მედიაოფისის განცხადებით, ყველა დაკავებულს ბრალად ედება პორნოგრაფიული გამოსახულების შენახვა პორნოგრაფიული მასალის წარმოების მიზნით. ისინი გამოძიების დასრულებამდე დაკავებული იყვნენ, რის შემდეგაც პროკურატურამ გამოსცა ბრძანება მათ დეპორტაციასთან დაკავშირებით.

დუბაის საამიროს მედიაოფისის ტვიტერზე ნათქვამია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი არ გაკეთდება. უცნობია, როდის მოხდება კანონდამრღვევთა დეპორტაცია.

მონაცემების დაზუსტების შემდეგ გაირკვა, რომ დაკავებულთა შორის უკრაინის 11 მოქალაქე ქალია, 1 კი რუსეთის მოქალაქე მამაკაცი. სამშაბათს დაკავებული უკრაინელები მათი ქვეყნის კონსულმა მოინახულა. უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს დეპორტაციასთან ერთად 1300 დოლარის ჯარიმის გადახდაც მოუწევთ.

უკრაინელები გასულ შაბათს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელშიც ჩანს, როგორ პოზირებენ შიშველი გოგოები დუბაის ერთ-ერთი ცათამბჯენის აივანზე. უცხოურ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ფოტოსესია ისრაელის პორნოსაიტის მიერ იყო შეკვეთილი, თუმცა ამის ოფიციალური დადასტურება არსად მომხდარა.

უცნობია ასევე თუ ვინ იყო პროექტის ფოტოგრაფი. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის რუსი IT-სპეციალისტი ალექსეი კონცოვი, თუმცა მისი კომპანიის Involta-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მას ინციდენტთან კავშირი არ აქვს და ის უკანონოდაა დაკავებული.

დღის ამბები