დღეს ყველა მოქმედ ეკლესიაში ხალხმრავლობაა. მართლმადიდებლური სამყარო ხარებას ზეიმობს. დღევანდელი დღე მორწმუნეებისთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია უნდა აღავლინოს კათალიკოს-პატრიარქმა. მისი დასრულების შემდეგ კი პატრიარქი მრევლს სიტყვით მიმართავს.