18 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
რუსთაველზე გავიარე, იმდენი კარავია, ცუდი სუნი იყო, ეტყობა იქვე ისაქმებენ - ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს გამოეხმაურა.

"მე კიდევ ისიც არ მომწონს, პირდაპირ გეტყვით, გუშინწინ უწმინდესთან მივდიოდი, გავიარე რუსთაველზე, თბილისი თბილისს აღარ ჰგავს, იმდენი კარავი რა არის? რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი, რას ვაკეთებთ? ხალხიც არაა და სამწუხაროდ, ცუდი სუნი იდგა, იმიტომ, რომ ეტყობა იქვე ისაქმებენ, რომ მიდიან და იქ არიან. ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება," - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

დღის ამბები