25 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიის გადაწყვეტილება იქნება ძალაში, სანამ არ განიხილავს ზემდგომი, წმინდა სინოდი - მიტროპოლიტი შიო  

პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს და ეპარქიის მმართველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიტროპოლიტი სტეფანე კალაჯაიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში იქნება მანამდე, ვიდრე მას ზემდგომი ორგანო, წმინდა სინოდი არ განიხილავს.

ჭყონდიდის ეპარქიის გადაწყვეტილება იქნება ძალაში, სანამ არ განიხილავს ზემდგომი, წმინდა სინოდი, რადგან სააპელაციო წერილი აქვთ შემოტანილი, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

შეგახსენებთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში 20-მდე სასულიერო პირს შეუჩერა მღვდელმსახურების უფლება. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ სინოდის სხდომა უახლოეს მომავალში ჩაინიშნოს.

დღის ამბები