20 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
უკრაინა ომის ზღვარზე - რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 14-ჯერ დაირღვა

უკრაინა ომის ზღვარზე. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალების მხრიდან გასულ ღამეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 14-ჯერ დაირღვა. დაიღუპა 2 უკრაინელი სამხედრო. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერი მომხდარს უარყოფს და ოფიციალურ კიევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

დენის პუშილინმა დღეს რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თუკი უკრაინა პროვოკაციულ ქმედებებს არ შეწყვეტს ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში მორიგ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდება. 

დღესვე, რუსეთის ქმედებებს უგუნური და უპასუხისმგებლო უწოდა ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტმაც. ჯერარდ კონოლიმ გააცხადა, რომ ნატო არასოდეს აღიარებს ყირიმის უკანონო ოკუპაციას და ანექსიას. აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა.

უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, პრორუსი მებრძოლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.

დღის ამბები