20 აპრილი 2024,   03:39
ვრცლად
მსოფლოს ყურადღება დონბასისკენაა მიმართული - აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი შეწყვეტის ხელშეკრულება ყოველ წუთს ირღვევა

მოსკოვს წინასწარ აქვს მოფიქრებული მიზეზი აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში ჩართვისთვის. ეს, მათი თქმით, იმ შემთხვევაში მოხდება თუ ადგილზე რუსულენოვან მოსახლეობას დაემუქრება საფრთხე. ამასთან კრემლი იმუქრება, რომ თუ საკუთარ საზღვრებთან ვითარების ესკალაცია მოხდა, ეს მოსკოვის უსაფრთხოებას შეუქმნის პრობლემას, ჩართვაც მოუწევთ და ამის ყველანაირი უფლებაც ექნებათ.

პუტინთან საუბრის შემდეგ ანგელა მერკელის პრეს სამსახურმა დაწერა, რომ კანცლერმა პუტინს უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებისკენ მოუწოდა. პუტინის უწყება კი წერს, რომ ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს ვითარების ესკალაციის გამო უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. 

ვოლოდიმერ ზელენსკი მალე ფრანგ და თურქ კოლეგას შეხვდება. ამ უკანასკნელთან საუბარი უკვე არის მედიის ყურადღების ცენტრში, რადგან თურქეთი შავი ზღვის მოწინავე სახელმწიფოა, რომელმაც დღეს ვაშინგტონიდან უკვე მიიღო ცნობა იმის თაობაზე, რომ შავი ზღვის აუზში 2 სამხედრო ხომალდი მოემართება ამერიკული დროშებით. ამერიკა ვითარებას შორიდან აკვირდება, თუმცა უკრაინას გვერდში დგომას უდასტურებს. 

აღმოსავლეთ უკრაინაში სროლა ყოველდღიურად ისმის, დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 15-ჯერ დაირღვა და ამან 1 უკრაინელი სამხედროს სიცოცხლეც იმსხვერპლა, ბოლო დღეებში ეს პირველი შემთხვევა არ არის. ყველაფერი დონბასში მოსკოვის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს მოჰყვა. 

დღის ამბები