25 აპრილი 2024,   00:54
ვრცლად
ბელფასტში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ბელფასტში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. დაწვეს ავტომანქანები. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ჩრდილოეთ ირლანდიაში საპროტესტო ტალღა უკვე ერთი კვირაა გრძელდება. პროტესტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შედეგად ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს დანარჩენ ტერიტორიას შორის წარმოქმნილი ახალი სავაჭრო ბარიერების გამო დაიწყო.

დღის ამბები