20 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
ეგზორციზმი რუსულ ეკლესიაში - სპეციალურმა კომისიამ რიტუალის ჩატარების წესები დაადგინა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმეტყველების კომისიამ მოამზადა დოკუმენტი, რომელიც ეგზორციზმის (ადამიანისგან დემონის განდევნა) რიტუალის ჩატარების წესებს ადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაკომისიის თავმჯდომარე, ვოლოკომსკის მიტროპოლიტ ილარიონზე დაყრდნობით ავრცელებს. დოკუმენტის შინაარსი მისი გამოქვეყნებამდე არ საჯაროვდება.

ცოტა ხნის წინ მიტროპოლიტმა ილარიონმა მორწმუნეებს მოუწოდა, არ ჩაატარონ ეგზორციზმის რიტუალი საკუთარი ძალებით. მისი აზრით, დემონების განდევნა მხოლოდ მომზადებულ ეგზორცისტ მღვდელს შეუძლია, რომელსაც ამისთვის ეპისკოპოსის კურთხევა აქვს მიღებული.

დღის ამბები