18 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
სენტ-ვინსენტში ვულკანის ხელახალი ამოფრქვევის შედეგად მოსახლეობა ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩა

კარიბის სენტ-ვინსენტის კუნძულზე ვულკანის კიდევ ერთი ამოფრქვევის შედეგად კუნძულზე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვულკანი ლა-სუფრიერი პირველად პარასკევს ამოიფრქვა, რა დროსაც 16 000 ადამიანის ევაუკაცია განხორციელდა. 

მეცნიერების პროგნოზით, ვულკანის ამოფრქვევა შესაძლოა რამდენიმე დღე, ან რამდენიმე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

კვირას, სენტ-ვინსენტის საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზაცია ნემო-მ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ფერფლით არის დაფარული და კონტროლს არ ექვემდებარება.

 

დღის ამბები