25 აპრილი 2024,   22:48
ვრცლად
საკლასო ოთახი პლაჟზე - ესპანეთში დისტანციური სწავლების ალტერნატივას მიაგნეს

ესპანეთის რეგიონ მურსიაში ერთ-ერთი სკოლა გაკვეთილებს ღია ცის ქვეშ ატარებს. იდეის ავტორებმა სცადეს ერთმანეთთან შეეთავსებინათ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები და სუფთა ჰაერით მიღებული სარგებელი და საკლასო ოთახები პლაჟზე მოაწყვეს.

პედაგოგები პლაჟის სასწავლო ოთახად მომზადებას 8 საათზე იწყებენ. ღია ცის ქვეშ სწავლებაში 8 კლასი მონაწილეობს, მათ 20 წუთიანი გაკვეთილები უტარდებათ.

მოსწავლეების ასაკი 3-დან 12 წლამდეა. მასწავლებლები ამბობენ, რომ ისინი ხალისით სწავლობენ გაკვეთილებს და გარდა ამისა, საშუალება აქვთ ადგილობრივი მეთევზეების საქმიანობას ადევნონ თვალი. 

ღია ცის ქვეშ მოწყობილ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები