25 აპრილი 2024,   21:28
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება და ვითარდება - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგდრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება და ვითარდება - ასე შეაფასა მინისტრმა 2021 წლის მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, რომელიც დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში ჩვენ გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა - დაახლოებით 31 პროცენტით," განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, 2021 წლის მარტში ექსპორტის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიური პარამეტრი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელი ექსპორტის მოცულობის მიხედვით რეკორდული იყო საქართველოსთვის.

"ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით - საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები