25 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
საგანგაშო მონაცემები - ეპიდემიოლოგები მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე საუბრობენ და მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდებენ  

საგანგაშო მონაცემები და უარესის მოლოდინი - მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე ეპიდემიოლოგები საუბრობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები თავშეყრებზე უარს არ იტყვიან, დღიურად დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მალე რამდენიმე ათასი გახდეს.

მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე მასშტაბური შეზღუდვების აუცილებლობა არ განიხილება. რაც შეეხება ვაქცინას, ქვეყანა პრეპარატის ახალ დოზებთან დაკავშირებით რამდენიმე მოლაპარაკებას აწარმოებს.

სწორედ პრეპარატის ქვეყანაში დროულად შემოტანაზე იქნება დამოკიდებული, მოხერხდება თუ არა მასობრივი ვაქცინაციის ივლისში დაწყება - როგორც ეს დაგეგმილი იყო. შეგახსენებთ, გუშინ ქვეყანაში ბოლო 3 თვის განმავლობაში დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა.

"იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს პანდემიის დამარცხება, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ აღნიშნული სიტუაციის მართვა თუნდაც რამდენიმე თვის შემდგომაც, ამისთვის აუცილებელია, რომ ყველა მაქსიმალურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში და პარალელურ რეჟიმში მოგიწოდებთ ყველას, თავშეყრის ადგილებისგან ვთქვათ უარი და დავიცვათ რეკომენდაციები, რომ არ დადგეს ის საშინელი მდგომარეობა, რაც იყო რამდენიმე თვის წინ,“ - აცხადებს პროფესორი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი.

დღის ამბები