COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საქართველოს დახმარება, უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც მსჯელობას დღეს ქართველი და ევროპელი კანონმდებლები ვიდეო-კონფერენციის საშუალებით აპირებენ.
ონლაინ შეხვედრას დეპუტატები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს ფარგლებში გამართავენ.