24 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
11 სექტემბრის ტერაქტის 20-წლისთავავზე ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას გეგმავს

ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას 11 სექტემბრამდე გეგმავს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტი გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადებს. შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და "თალიბანს" შორის მიღწეული შეთანხმებით, ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გაყვანის ვადა 1 მაისი იყო.

ახალი თარიღი, რომელსაც ჯო ბაიდენი გამოაცხადებს, ნიუ-იორკში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის 20-წლისთავს დაემთხვევა.

დღის ამბები