25 აპრილი 2024,   05:56
ვრცლად
"ხელისუფლება ნამახვანი ჰესის ირგვლივ დიალოგის სივრცეს არ ტოვებს" - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სახელმწიფო თავისი ძალადობრივი პოლიტიკით კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა, გამოხატვის, თავისუფალი მიმოსვლისა და გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებებს - რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ნამახვანი ჰესის ირგვლივ დიალოგის სივრცეს არ ტოვებს და საკუთარი ქმედებებით პროცესის ესკალაციას უწყობს ხელს.

დღის ამბები