25 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
"დღეს პაემანზე ვიყავი, საუკეთესო პაემანზე ჩემს ცხოვრებაში" - იულია ნავალნაიას პოსტი "სიყვარულზე" ქმართან შეხვედრის შემდეგ

ციხეში მყოფი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ცოლმა მოინახულა, მოგვიანებით კი ინსტაგრამზე ქმართან შეხვედრის შესახებ დაწერა. 

"პოსტი სიყვარულზე.

დღეს პაემანზე ვიყავი, საუკეთესო პაემანზე ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე მაგარ ბიჭთან. მან დამპატიჟა - მართალია ოთახი 3/4 მეტრზე იყო და ჩვენ შუშის მიღმა ვესაუბრებოდით ერთმანეთს, ტელეფონის საშუალებით, თუმცა ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ისეთივე მხიარულია. მართალია, საუბარი უჭირს და დროდადრო ყურმილს დებს, რომ დაისვენოს. წონაში მკვეთრად დაიკლო, 190 სმ-ა და 76 კგ-ს იწონის. 

ექიმებს მასთან არ უშვებენ, ეს კი სრულებით კანონიერი მოთხოვნაა ნებისმიერი ადამიანის," - ამბობს ნავალნაია და აღნიშნავს, რომ მისი ქმარი დანებებას არ აპირებს. 

ალექსეი ნავალნი უკვე მე-15 დღეა შიმშილობს. ის ითხოვს, რომ დამოუკიდებელმა ექიმმა გასინჯოს, რადგან მისი თქმით, განიცდის ძლიერ ტკივილს ზურგის არეში და დროდადრო კარგავს მგრძნობელობას ფეხში.

ამავე თემაზე
დღის ამბები