20 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
კახი კალაძე დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს ჩაერთონ ცენტრალური პარკის პროექტის განხილვაში

თბილისის მერი კახი კალაძე იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი პარკის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, ჩაერთონ პროექტის განხილვაში.

"კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ცენტრალური პარკის პროექტს. იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აკეთებს. ეს ტერიტორია საჩუქრად ივანიშვილების ოჯახისგან გადმოეცა მუნიციპალიტეტს და ამ პროექტსაც უშუალოდ ახორციელებს ფონდი "ქართუ".

კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცე სამუშაოების დასრულების შემდეგ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მოქალაქეების ჩართულობას, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას პროექტთან დაკავშირებით.

ერთი შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ეს იქნება მაგარი დასასვენებელი ადგილი, რეკრეაციული სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ, გაერთონ და ა.შ. ასე რომ, ორშაბათიდან ჩვეულებრივად ვუბრუნდები სამუშაოს და ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, ვისაუბრებთ პრობლემებზე, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ქალაქში. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ," - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღის ამბები