25 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
განხეთქილება რუსთაველის თეატრში - გავრცელებული ინფორმაციით, დასის ნაწილი ბესო ზანგურის წინააღმდეგ არის, ნაწილი კი სოლიდარობას უცხადებს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის თეატრის დასში განხეთქილებაა - ნაწილი ნინუცა მაყაშვილს, ნაწილი კი - ბესო ზანგურს უცხადებს სოლიდარობას. 

განხეთქილების შესახებ ინფორმაციას უარყოფს თეატრის ადმინისტრაცია -  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ია შერაზადიშვილის თქმით, შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ თეატრის მსახიობებს რეჟისორთანაც.

"მე მსგავსი არაფერი მსმენია, მე რეპეტიციებზეც ვმჯდარვარ, როცა რეპეტიცია მიმდინარეობს და მსახიობსა და რეჟისორს შორის არის აბსოლუტურად სხვა ურთიერთობა... ასეთი რამე მე ბატონი რობერტისგან არ მომისმენია," - ამბობს ია შერაზადიშვილი.

რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა “ფარულ კონვერტში” მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის დასის წევრია. გარდა დასის ნაწილისა, მას სოლიდარობას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - რობერტ სტურუაც უცხადებს. რეჟისორმა ფეიქბუზე მიზოგინური განცხადებებიც გააკეთა.

სექსიზმში სტურუა მსახიობმა თამთა ინაშვილმაც დაადანაშაულა. მისი თქმით, რობერტ სტურუასთვის ქალი და განსაკუთრებით - ქართველი ქალი საძულველია.

 

ავტორი : ნინი კუპრაძე

დღის ამბები