15 მაისი 2021,   18:36
ვრცლად
ბრაზილიაში ქრისტეს ყველაზე დიდ ქანდაკებას კონკურენტი გამოუჩნდა

ბრაზილიის ქალაქ ენკანტადოში ქრისტეს ქანდაკებას დგამენ. მცველი ქრისტეს სიმაღლე 43 მეტრი იქნება და ის სიმაღლით მაცხოვრის მესამე ქანდაკება იქნება მსოფლიოში. მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის ღირებულება 350 ათასი დოლარია, რომელიც კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით ფინანსდება. ქანდაკებაში ლიფტი იმუშავებს, რომელიც ტურისტებს 40 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულ გადმოსახედ მოედანზე აიყვანს. 

ქრისტეს ქანდაკების გარშემო მოეწყობა შუშის ხეივანი, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ხეობის სილამაზით დატკბნენ. ძალიან შრომატევადი საქმეა, თუმცა ამად ნამდვილად ღირს. იმაზე დიდებული გრძნობა არ არსებობს, როდესაც ხალხის აღფრთოვანებას იწვევს.

ბრაზილიაში მეორე ქანდაკების იდეა, ქალაქის მერს დაებადა, რომელიც კოვიდ 19-ით რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. საორგანიზაციო ჯგუფმა კი გადაწყვიტა კერძო შემოწირულობებით, სისრულეში მოეყვანონ მისი ეს ჩანაფიქრი. მხსნელი ქრისტეს ქანდაკება კვარცხლბეკის ჩათვლით 43 მეტრი იქნება, მაშინ, როცა რიო დე ჟანეიროს ცნობილი ქანდაკება 38 მეტრია. ქანდაკების გაშლილი ხელების სიგრძე 36 მეტრს აღწევს.

მსოფლიოში ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკება ბრაზილიის ნომერ პირველ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა. კვარცხლბეკის ჩათვლით 38 მეტრის სიმაღლის მონუმენტის, რომლის წონაც 1145 ტონაა, რიო დე ჟანეიროში კორკოვადოს მთაზე მდებარეობს. ქანდაკების გაშლილ ხელებს შორის მანძილი 28 მეტრია. 2007 წელს ქრისტეს ქანდაკება მსოფლიოს "ახალ შვიდ საოცრებათა" რიცხვში შეიტანეს. 

დღის ამბები