24 აპრილი 2024,   04:54
ვრცლად
11 დაღუპული და 100-მდე დაშავებული - ეგვიპტეში სარკინიგზო შემთხვევა მოხდა

ეგვიპტეში სარკინიგზო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მატარებლის 4 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 100-მდე ადამიანი.

ინციდენტი კაიროდან 40 კილომეტრის მოშორებით მოხდა. სარკინიგზო შემთხვევის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები