20 აპრილი 2024,   01:29
ვრცლად
მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რომ გამოვიდეს საქართველო იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა იმყოფება - ჟოზეფ ბორელი

მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი იმისათვის, რომ გამოვიდეს საქართველო იმ მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფება. ვიმედოვნებთ, საკითხზე დღის ბოლოს კარგი ამბავი გვექნება - პირველი გზავნილები ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან მას შემდეგ, რაც პარტიების ნაწილმა განაცხადა, რომ დოკუმენტს ხელს აწერს. განცხადებები საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა ჟოზეფ ბორელმა.

"საქართველოში დიალოგი გრძელდება. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად პრეზიდენტმა მიშელმა გააკეთა შეთავაზება. გვაქვს პოზიტიური ნიშნები. "ქართული ოცნება" დაეთანხმა შეთავაზებას და იმედი გაქვს, შეთანხმების მისაღწევად სხვა პარტიებიც წინ წავლენ. მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი იმისთვის, რომ გამოვიდეს საქართველო იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა იმყოფება. ასევე, გააგრძელონ დემოკრატიული კონსოლიდაცია, ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხზე დღის ბოლოს კარგი ამბავი გვექნება. კოორდინირებულად მუშაობს ევროკავშირი ჩვენს წარმომადგენლობასთან თბილისში. მიმდინარეობს პარტიებს შორის მოლაპარაკება, პერსპექტივები კარგია, ვნახოთ, რა იქნება დღის ბოლოს,"- აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

"ამ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მთავარი გზა არის ყველა დაინტერესებული მხარე ჩართული იყოს დიალოგში. კრიზისი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს. არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და კარგია, რომ ეს განცხადება აღნიშნულია დოკუმენტში. პირველ დოუკმენტზე ხელის მოწერით "ქართულმა ოცნებამ" აჩვენა ღიაობა, ახლა ველით სხვა მხარეების დიალოგში ჩართულობას, განსაკუთრებით კი "ნაციონალური მოძრაობის" - და იმედი გვაქვს, რომ ისინიც ანალოგიურ მზაობას დაგვანეხებენ. დოკუმენტზე ხელის მოწერა აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულ სიმწიფეს. საქართველო ძალიან პოლარიზებულია და ეს სრულად პოლარიზებული გარემო აზიანებს როგორც ქვეყნის პოლტიკურ ცხოვრებას  შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. დიალოგის საშუალებით საქართველომ უნდა მიმართოს ახალ პოლიტიკურ კულტურას, რომელიც მთავარ ინსტიტუტებს ეფუძნება,"-აცხადებს ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი.

დღის ამბები