25 აპრილი 2024,   06:21
ვრცლად
აივნის ჩამონგრევას დიდ დიღომში 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა

დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გარდაცვლილი, დაახლოებით, 70 წლის ქალია. 

შემთხვევა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. თვითმხილველების თქმით, ჩამონგრევის დროს აივანზე ქალი იდგა, რომელიც, სავარაუდოდ, სარეცხს ფენდა. 

შსს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

 

დღის ამბები