25 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
ლიეტუვამ ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად შესაძლოა ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს

ლიეტუვას მთავრობამ ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, შესაძლოა, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს - ამ განცხადებას საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ავრცელებს.

ასტა სკაისგირიტეს განცხადებით, აღნიშნულ საკითხს მოკავშირეებთან ერთად განიხილავენ და ასევე აღნიშნავს, რომ ლიეტუვას პრეზიდენტი სრულად უჭერს მხარს ჩეხეთის გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 20 რუსი დიპლომატი გააძევა, რისაც პასუხად რუსეთიდან 20 ჩეხი დიპლომატის გაძევება მოყვა.

დღის ამბები