19 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
"მლანძღავდნენ, სპეცრაზმელი მიღრიალებდა -"არ შეგიძლია მშვიდად ცხოვრება, ნაბიჭვარო?" - ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს 

1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე რუსეთში - რუსი ოპოზიციონერისთვის სამედიცინო დახმარების გაწევისა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები ასამდე ქალაქში გაიმართა.

"მიყვიროდნენ და მლანძღავდნენ, ხელები შემიკრეს და იატაკზე დამაგდეს. ერთ-ერთი სპეცრაზმელი მიღრიალებდა -"არ შეგიძლია მშვიდად ცხოვრება, ნაბიჭვარო?" შემდეგ ავტობუსში შეგვაგდეს, რომელიც გადავსებული იყო. ახლა კი განყოფილებაში ვარ," - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული

დაკავებების ფონზე მკაცრდება დასავლეთის მოწოდებებიც. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებით, თუ ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვლება, პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს დაეკისრება.

ევროპულ გაერთიანებაში ნავალნის საქმეზე სანქციებისთვისაც ემზადებიან.

დღის ამბები