20 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 145 მილიონს აჭარბებს

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 145 მილიონს აჭარბებს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კანადამ ინდოეთიდან და პაკისტანიდან სამგზავრო ავიარეისები ერთი თვით შეაჩერა.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კი ბრაზილიიდან, ჩილედან, არგენტინიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ინდოეთიდან ჩასულ მგზავრებს 10 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. 3 მაისიდან კი საფრანგეთში შეზღუდვების გარკვეული ნაწილი მოიხსნება.

ისრაელი და ბაჰრეინი კი შეთანხმდნენ, აცრილი მოქალაქეებისთვის ორ ქვეყანას შორის მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოხსნან.

დღის ამბები