24 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
ვინ არის აფხაზეთში დაღუპული 6 მებრძოლი რომელთა ნეშტებიც ოჯახებს 28 წლის შემდეგ დაუბრუნდათ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების 6 მონაწილის ცხედრები, 28 წლის შემდეგ, ოჯახებს დაუბრუნდა.

ესენი არიან ზიგურდი მურუსიძე, ლევან ფუხაშვილი, თამაზ ტატდაევი/ჩოხელი, ჯენერი კირთაძე, მიზდონ გაზდელიანი, ლევან მემანიშვილი. მებრძოლები ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ.

პარასკევს, 23 აპრილს, ნეშტებს, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო 24 აპრილს, 14:00 საათზე მოხდება მათი გამოსვენება.

ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა, სხვადასხვა ლოკაციებზეა დაგეგმილი. 4 იდენტიფიცირებული მებრძოლის _ ზიგურდი მურუსიძის, ლევან ფუხაშვილის, თამაზ ტატდაევის და ჯენერი კირთაძის სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება 24 აპრილს, 15:00 საათზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე; ოჯახების სურვილით, ორ მებრძოლს - მიზდონ გაზდელიანსსამგორის რაიონში, წინუბანში, ხოლო ლევან მემანიშვილს ბოლნისში დაკრძალავენ.

დღის ამბები