ანგოლაში წყალდიდობას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცენტრალურ აფრიკაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის ათასობით მოქალაქე. დატბორილია 2 ათასზე მეტი შენობა, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები და საცხოვრებელი სახლები.
წყალდიდობა ანგოლის დედაქალაქში რამდენიმე დღეა გრძელდება.