19 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
17 წლის გოგო ჩვენებაში სავარაუდოდ მამის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან დაკარგული და სამი დღის წინ ნაპოვნი არასრულწლოვნის მამა და კლასელები ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

17 წლის მარიამ ბურჭულაძის მამა "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველების ინტერესის ობიექტი სავარაუდოდ მას შემდეგ გახდა, რაც ჩვენების მიცემისას 17 წლის გოგომ სავარაუდოდ თქვა, რომ მამა მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად ძალადობდა, რაც მისი სახლიდან გაქცევის მიზეზი გახდა.

არ არის გამორიცხული, სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მამა დააკავონ, თუმცა გოგონას ოჯახი - დედა და ბიძა მამის მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ.

ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, მოზარდზე კანონიერ წარმომადგენლობას ოჯახი ახორციელებდა. 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 50-ე მუხლის "დ"-ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციის მომართვის საფუძველზე, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა საპროცესო წარმომადგენლობა არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესში. საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოზარდი განთავსდა სახელმწიფოს შესაბამის სერვისში.

დღის ამბები