23 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
შეიარაღებული კონფლიქტი ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე - გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ყირგიზეთში გარდაცვლილთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 160-ს აჭარბებს.

რაც შეეხება ტაჯიკეთს, აქ დაღუპულთა რიცხვი 10-მდე, დაჭრილების კი - 90-მდე გაიზარდა.

სიტუაცია 28 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა საზღვრის ორივე მხარის მცხოვრებლებს შორის წყლის გამანაწილებელ ცენტრში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების გამო. დაპირისპირებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღის ამბები