25 აპრილი 2024,   10:47
ვრცლად
ირანის ქალაქ ყუმში ქიმიური ქარხანა აფეთქდა

ირანის ქალაქ ყუმში მძლავრი აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქდა ქიმიური ქარხანა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს დიდი შავი კვამლის ღრუბელი, ცეცხლი დიდ ფართობზეა გავრცელებული.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე რამდენიმე ათეული სახანძრო ბრიგადა მუშაობს. მოხდა ქარხნის ნაწილის ევაკუაციაც. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებაც.

დღის ამბები