19 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მშრომელთა საერთაშორისო დღე პოლიციასთან შეტაკებების ფონზე აღინიშნა

"ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ და არა გადავრჩეთ" - ამ ლოზუნგით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მშრომელთა საერთაშორისო დღე მოქალაქეებმა პოლიციასთან შეტაკებების ფონზე აღნიშნეს. სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ერთდროულად საფრანგეთის 5 ქალაქში გაიმართა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, დაწვეს ნაგვის ურნები. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შრომის საერთაშორისო დღე მასშტაბური აქციებით აღინიშნა გერმანიაშიც. ბერლინის ქუჩებში 10 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. საფრანგეთის მსგავსად აქაც დაპირისპირება მოხდა მომიტინგეებსა და პოლიციას შორის.

"უფროსის ქვეშევრდომი ძაღლები"- ამ შინაარსით გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქცია თურქეთშიც. პოლიციელებმა 210 ზე მეტი პირი დააკავეს, მიზეზად პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების დარღვევა სახელდება. სამართალდამცველები აქციაზე მედიის წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდნენ.

COVID 19-ის პანდემიის შედეგად დამდგარი მრავალმხრივი და საყოველთაო კრიზისი კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოში იმის დასტური, რომ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ვერ უზრუნველყოფს მდგრად, სამართლიან და უსაფრთხო ყოველდღიურობას მშრომელთათვის და მათი ოჯახებისთვის. ასეთია ანგარიშის შედეგები, რომელსაც მსოფლიოში მშრომელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები ავრცელებენ.

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები