25 აპრილი 2024,   09:53
ვრცლად
თავდასხმა აშშ-ში - შეიარაღებული მამაკაცი სადაზვერვო სააგენტოს შტაბბინაში შეიჭრა

შეიარაღებული მამაკაცი შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბბინაში შეჭრას შეეცადა.

პირი სამართალდამცველებმა დაჭრეს და მას შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

სადაზვერვო სააგენტოს შტაბბინაში შეჭრის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები