20 აპრილი 2024,   07:02
ვრცლად
რუსეთი წიწიბურის ექსპორტს კრძალავს - საქართველოში წიწიბურის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის 

რუსეთი 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით წიწიბურის მარცვლეულის და ბურღულეულის ექსპორტს კრძალავს. მთავრობის შესაბამისი განკარგულება ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.

წიწიბურისა და წიწიბურის ბურღულის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის ინიციატივით რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოვიდა. მიზეზად კი შიდა ბაზარზე წიწიბურისა და წიწიბურის ბურღულეულის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება დასახელდა.

მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის  რუსეთის წიწიბურის ყველაზე მსხვილი მყიდველი ჩინეთია. მეორე ადგილზე ლატვიაა, შემდეგ კი უკრაინა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში წიწიბურის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის.

დღის ამბები