19 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
Sinopharm-ის ვაქცინაზე ქვეყანაში 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული - იმუნიზაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ერთვებიან

Sinopharm-ის ვაქცინაციის პროცესში დღეიდან დამატებით 44 სამედიცინო დაწესებულება ერთვება. ჩინური წარმოების პრეპარატით აცრა გუშინ დაიწყო. ის 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.

ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება.
დღეიდან იმუნიზაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ერთვებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ჯერჯერობით ვაქცინას არანაირი გვერდითი ეფექტი არ ჰქონია.

Sinopharm-ის 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო. დღეისათვის 17 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებულია. კიდევ ნახევარ მილიონ დოზას საქართველო ზაფხულში მიიღებს.

 

 

ავტორი: ქეთი რაზმაძე

დღის ამბები