20 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
ნათია თურნავა ტურიზმის სექტორთან ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობებს განიხილავს​

საქართველოს ეკონომიკისა მინისტრი ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს ხვდება.

ნათია თურნავა შეხვედრაზე აღნიშნული სექტორის ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობებს და დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

"ვაქცინა გინდა გაგიკეთებია, გინდა არა თუ სფერო აღარ იარსებებს. არსებობის აუცილებლობა არის ის, რომ დღეს შეზღუდვები გვაქვს 21:00 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ გვაქვს. ეს საკითხი ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრებთან აუცილებლად დაისმება. შესაძლოა ვაქცინაცია დაეხმაროს სახელმწიფოს,"- აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

"ძალიან გვიჭირს ავაცალოთ თეფში, ახლა ნომერში წაგიყვანთ და 9 საათის შემდეგ ჩაწექი, საბანი გადაიფარეთ. ის კმაყოფილება, რომელიც მივიღეთ სტუმრის მომსახურების დროს, 9 საათის შემდეგ სრულიად ვაფუჭებთ, წყალში გვეყრება ჩვენც და სახელმწიფოსაც ტურისტის კმაყოფილება,"- აცხადებს ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი.

დღის ამბები