23 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
პოლიციასთან შეტაკებების დროს კოლუმბიაში 24 დემონსტრანტი დაიღუპა

მე-8 დღეა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება კოლუმბიაში. დაღუპულია 24 და დაშავებულია ასობით ადამიანი.

საპროტესტო გამოსვლები თავდაპირველად საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ დაიწყო.

კოლუმბიის მთავრობა რეფორმის გაწვევას რამდენიმე დღის წინ დათანხმდა, გადადგა ფინანსთა მინისტრიც, თუმცა ანტისამთავრობო აქციები არ წყდება.

დემონსტრანტები ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს, უთანასწორობასა და პოლიციისგან ძალის გადამეტებას აპროტესტებენ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების უკან კრიმინალური დაჯგუფებები დგანან.

კოლუმბიის პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შესახებ ცნობებს ეხმაურება გაერო და ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები