20 აპრილი 2024,   00:12
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა

უმაღლესი რანგის ამერიკელი დიპლომატი უკრაინაშია. სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა.

ენტონი ბლინკენი უკრაინაში შეხვედრებს დღეს და ხვალ გამართავს. ის უკრაინის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

სახელმწიფო მდივანი ვიზიტის დროს რუსული აგრესიის, ამერიკა-უკრაინის ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში გაღრმავებისა და რეფორმების საკითხებზე ისაუბრებს.

დღის ამბები