მალიში ფრანგი ჟურნალისტი-ფრილანსერი ილივიე დიუბუა გაიტაცეს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ინტერნეტში ჟურნალისტის ვიდეო გავრცელდა, სადაც დიუბუა ჰყვება, რომ ის ტერორისტულ დაჯგუფება ალ-ქაიდასთან გაერთიანებულმა ჯიჰადისტებმა ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო უწყება ადასტურებს.
საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლის გაბრიელ ატტალიას განცხადებით, სპეცსამსახურები სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეოს იდენტურობას არკვევენ.
ილივიე დიუბუა აპრილის თვის დასაწყისში მალიში, ქალაქ გაოდან გაუჩინარდა, რა დროსაც ის ერთ-ერთ ინტერვიუზე მუშაობდა. ინტერვიუ ერთ-ერთი ადგილობრივი ექსტრემისტების ლიდერს ეხებოდა.
გასულ წელს ტყვეობიდან ფრანგი სოფი პეტრონენი გაათავისუფლეს, რომელიც შეიარაღებულმა პირებმა მალის ჩრდილოეთით გაიტაცეს.
დღესდღობით საჰელის რეგიონში 6-მდე მძევალია, რომლებიც დასავლური ქვეყნებიდან ტყვედ აიყვანეს.
საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერირისტულმა პროკურატურამ ოლივიე დიუბუას გაუჩინარების საქმეზე გამოძიება დაიწყო.