19 აპრილი 2024,   13:56
ვრცლად
ქალმა, რომელმაც თვითმფრინავში იმშობიარა, არ იცოდა, რომ ორსულად იყო

ქალმა, რომელმაც დენვერი-ჰონოლულუს რეისზე იმშობიარა, არ იცოდა, რომ ორსულად იყო, ამის შესახებ "ინსაიდერი" წერს. 

ლავინია მოუნგას მშობიარობის შესახებ "ტიკტოკიდან" გახდა ცნობილი - სოციალურ ქსელში ვიდეო თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა გააზიარა. 

"არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავი და ეს ბავშვიც უცებ არსაიდან გაჩნდა," - განაცხადა ლავინია მოუნგამ ჰავაურ გამოცემასთან ინტერვიუში. 

მოუნგამ შვილი, რეიმონდი ორსულობის 29-ე კვირაზე გააჩინა. საბედნიეროდ, თვითმფრინავის მგზავრებს შორის სამი კვალიფიციური მედპერსონალი იყო, რომლებიც ქალს მშობიარობაში დაეხმარნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები